logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

სილქ ბანკმა დაკრედიტება 24%-ით გაზარდა

"სილქ ბანკის" საკრედიტო პორტფელი 2024-ის მე-2 კვარტალში 24%-ით გაზარდა და პირველი ივლისის მდგომარეობით, ბაზარზე 0.15% წილით არის წარმოდგენილი.

დაკრედიტებით ის მეთოთხმეტეა, ბოლო პოზიციაზე, ბანკების ძირითად შემადგენლობაში (სექტორში 3 ციფრული ბანკია დამატებული და უკვე 17 სუბიექტით არის წარმოდგენილი).

"სილქ ბანკის" აპრილ-ივნისის ზარალი 2.6 მლნ ლარამდეა. ნახევარი წლის ზარალი კი 4 მლნ ლარამდე აღწევს. რასაც მენეჯმენტი ტრანსფორმაციის ხარჯებს უკავშირებს. ბანკი ციფრულ არხებს ავითარებს. ხარჯების ზრდა ასევე წინა პერიოდის სტრუქტურულ გადალაგებას უკავშირდება, აქციონერთა სტრუქტურიდან ყაზახური მხარის გასვლას.

Q1/2024-ის მდგომარეობით, სილქ ბანკის დეპოზიტების პორტფელი 140.6 მლნ ლარამდეა. აქედან სავალუტო  ანაბრები 25 557 028 მლნ ლარის ეკვივალენტია (Q1/2024 - 114 მლნ, ₾21 მლნ ).                      

Q2/2024      ₾   Q1/2024      ₾  
აქტივები  203 328 844 180 483 100  
სესხები   87 667 282   71 101 092  
მ.შ. საცალო    21 684 000   17 807 141  
დეპოზიტები  140 630 426 113 851 262  
სააქციო კაპიტალი   58 864 000     
წმინდა მოგება(ზარალი)   (3 907 740)   (1 318 433)  
 ₾₾₾₾₾₾₾₾ ₾₾₾  ₾ ₾₾₾  ₾  
წყარო:კომერციული ბანკი  /ანგარიშგება IFRS-ით/

  

გამოგვყევით