logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"თბილისის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ტექნიკურად მრავალფეროვანი გახდება" - გიორგი ამზაშვილი

აგვისტოდან თბილისის საფონდო ბირჟის მოდერნიზაცია და ტექნიკური განახლება იგეგმება. პროექტის ეკონომიკური მახასიათებლების შესწავლა უკვე დასრულდა და ბირჟას მალე დამატებითი  ფუნქციონალები ექნება.

კერძოდ, აგვისტოდან თბილისის საფონდო ბირჟას ონლაინ ვაჭრობის ფუნქციონალი დაემატება. შესაბამისი სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ, ამერიკისა თუ  ევროპის ბირჟების მსგავსად, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება  თბილისის საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდები მარტივად, დისტანციურად, მათ შორის მობილური ტელეფონის აპლიკაციის გამოყენებით  შეიძინოს. 

როგორც საქართველოს საფონდო ბირჟის ხელმძღვანელმა "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას განმარტა, დღეს ამ შესაძლებლობებს ქართული საფონდო ბირჟა მოკლებულია.

"თბილისის საფონდო ბირჟაზე შესაძლებელი იქნება ტექნიკურად მრავალფეროვანი ვაჭრობა. ვგულისხმობ, როგორც ბაზრის პროფესიონალ მონაწილეებს, ასევე საცალო მონაწილეებს, რომლებიც პროფესიონალი მონაწილეების გავლით, მათი აპლიკაციების გამოყენებით შეძლებენ წვდომას სავაჭრო ბირჟის პლატფორმაზე,  მივდივართ იქითკენ, რომ აპლიკაციებში გაჩნდეს თბილისის საფონდო ბირჟა,"- აღნიშნა გიორგი ამზაშვილმა. 

გამოგვყევით