logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

თიბისიში იურიდიული პირების ყველაზე მეტი დეპოზიტია

თიბისი ბანკი კაპიტალზე უკუგებით ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. ბანკის იანვრის ანგარიშით, პირველი თებერვლის მდგომარეობით, ROE (გაწლიურებული) 22.2%-ია. კაპიტალზე მომგებიანობით (ROE) II პოზიციაზეა.

2024-ში >20% უკუგების შენარჩუნებაზე, თიბისის მენეჯმენტს გაცხადებული აქვს, სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის ბიზნესპარტნიორის ეთერში.

ამასთან, თიბისი ბაზრის ლიდერია იურიდიული პირების დეპოზიტებით. 8.5 მლრდ -ის პორტფელით სისტემური ბანკი  №1-ია, 43%-იანი წილით.

ასევე ლიდერია 20.8 მლრდ ლარის საკრედიტო პორტფელით, მსხვილპორტფელიან ბანკებში (TBC,BOGG,BB,LB).

თიბისიმ იანვარი 86 მლნ-მდე ლარის წმინდა მოგებით დაასრულა და მომგებიან ბანკებში (13) 36.6%-იანი წილით №2-ია.

თიბისი ბანკი 01.02.2024  
აქტივები  30,706,092  
სესხები  20,796,657  
დეპოზიტები  18,129,236  
მ.შ.იურდ.პ-ის 8,491,879  
  000 ₾  
ROE 22.2%  
ROA  3.3%  

წყარო: კომერციული ბანკი (მონაცემები IFRS-ით)

გამოგვყევით