logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"წელს, ეროვნული ბანკი, მინიმუმ $700 მლნ-ის რეზერვების შეძენას შეძლებს" - გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ეროვნულ ბანკს წელს, ქვეყანაში ვალუტის შემოდინება საშუალებას აძლევს, რომ მინიმუმ $700 მლნ-ის რეზერვები შეიძინონ.

როგორც გიორგი კაკაურიძემ  პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, წელს რეზერვები დიდი მოცულობითაა შევსებული.

"რეზერვების ნაწილს რაც შეეხება, ეროვნული ბანკი ყველაფერს კარგად მიყვება. აღსანიშნავია დოლარის ინდექსი, მინიმუმ $700 მლნ-ის რეზერვების შეძენას შეძლებენ“, - გიორგი კაკაურიძე.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე, ინფლაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში ინფლაციის დონე მიზნობრივზე დაბალია.

„ბოლო 2 წლის განმავლობაში, მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია გვქონდა. ეს კი, ავტომატურად ნიშნავს - საბაზო ეფექტი მაღალია. ჯერჯერობით, საშუალო ინფლაცია დაბალია. ექსპერტებმა ნებისმიერი რამ შეიძლება თქვან, თუმცა ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია დაახლოებით, 3-დან 4%-იან შუალედში გვექნება, ამ ეტაპზე, როგორც ვიცით, ინფლაცია 1.7%-ია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გამოგვყევით