logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"უცხოური ვალუტის გაყიდვა სწორედ მაშინაა გამართლებული, როცა ლარის გაუფასურება დაკავშირებულია აჟიოტაჟთან ან შოკურ სავალუტო შესყიდვებთან"

"უცხოური ვალუტის გაყიდვა სწორედ მაშინაა გამართლებული, როცა ლარის გაუფასურება დაკავშირებულია აჟიოტაჟთან ან შოკურ სავალუტო შესყიდვებთან"

1718105606

ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე $60 მლნ-ის  გატყიდვას ეხმაურება. ამის შესახებ ის საკუთარ  Facebook-ის გვერდზე წერს. 

"2 წლის განმავლობაში როცა ეროვნული ბანკი ახდენდა რეზერვების შევსებას, კრიტიკოსები ძირითადად იმით აქტიურობდნენ თუ რა საჭირო იყო ამდენი შესყიდვა, როდესაც რეზერვები ისედაც საკმარისად გვქონდა მის ადეკვატურ ნორმასთან მიმართებით. დღეს კი ყველა ვხედავთ განვლილ სწორ პოლიტიკას, რადგან უცხოური ვალუტის გაყიდვა სწორედ მაშინაა გამართლებული, როცა ლარის გაუფასურება დაკავშირებულია ხან აჟიოტაჟთან, ხანაც კი შოკურ სავალუტო შესყიდვებთან,"- წერს ანგურიძე. 

შეგახსენებთ, დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე  კიდევ ერთი  ინტერვენცია განახორციელა და  ბაზარს აშშ დოლარი მიაწოდა. სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ეს 2024 წლის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა, ჯამში სებ-მა წელს ბაზარს  168.7 მილიონი დოლარი მიაწოდა.  კერძოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონი 16 მაისსაც გამართა. მაშინ სებ-მა ბაზარს 60 მლნ დოლარი მიაწოდა. 28 მაისს სებ-მა სავალუტო აუქციონზე ისევ 60 მლნ დოლარი გამოიტანა, თუმცა,  48.7 მილიონი დოლარი გაყიდა.

ჯამში, მაისიდან დღემდე, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის 168.7 მლნ დოლარი გაყიდა.

გამოგვყევით