ეროვნულმა ბანკმა „ზირაათ ბანკი საქართველო“ 25 000 ლარით დააჯარიმა.
მარეგულირებლის ინფორმაციით, მიზეზი შემდეგში მდგომარეობს:
- 1 (ერთ) კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნის დარღვევის გამო (კანონმდებლობის შესაბამისად არ განახორციელა ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა);
- "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის N1 ბრძანებით დამტკიცებული "ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის" მე-3 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო.