logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

ჯანდაცვაზე ხარჯების შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნა - ტრამპი ამერიკელების ფიზიკური აქტივობის გაზრდას გეგმავს

ჯანდაცვაზე ხარჯების შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნა - ტრამპი ამერიკელების ფიზიკური აქტივობის გაზრდას გეგმავს

1743165357

ფიზიკური აქტივობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობის შესახებ არაერთი სამეცნიერო დასკვნა არსებობს. ამ შეფასებების საფუძველზე ქვეყნებს შემუშავებული აქვთ კონკრეტული კანონები, რომელთა მიზანი მოსახლეობაში ფიზიკური აქტივობის კულტურის ამაღლება და შედეგად, საზოგადოების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა.

ამის ერთ-ერთი მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ზრდა სახელმწიფო დონეზეა აყვანილი და ამ მიზნით საგადასახადო შეღავათებიც კი მოქმედებს.

26 მარტს, ამერიკელმა კანონმდებლებმა ორივე პარტიიდან განმეორებით შეიტანეს PHIT-ის კანონი. Physical Health Investment Tax - ეს არის სახელმწიფო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ფიზიკური ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ესაა კანონი, რომელიც კომპანიებს და კომპანიებში დასაქმებულ პირებს აძლევს ფინანსურ შეღავათებს ფიზიკურ აქტივობაში ინვესტიციების მხარდაჭერისთვის, მაგალითად აქტივობების ორგანიზებისთვის. ამერიკელები გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს იღებენ სპორტდარბაზების ტარიფების გადახდისას,  მათ შორის სპორტდარბაზის წევრობისთვის. ეს კი მნიშვნელოვნად ზრდის ამერიკელების ხელმისაწვდომობას ვარჯიშებზე.

PHIT-ის ფარგლებში კომპანიები ინვესტირებას ახორციელებენ, რათა ხელი შეუწყონ თანამშრომლების ფიზიკურ აქტივობას და მათ ჯანმრთელობას.

კანონის მიზანია ჯანდაცვაზე მზარდი ხარჯების პრობლემის მოგვარება და საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაზრდა პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე.

პროექტმა მძლავრი ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა.

„ამერიკელების თითქმის 60% ამბობს, რომ ტარიფები არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ისინი ფიტნეს-ცენტრებში არ დადიან, - ამბობს Health & Fitness Association-ის პრეზიდენტი ლიზ კლარკი. PHIT-ი არის გონივრული ინვესტიცია პროფილაქტიკაში. ის ოჯახებს ეხმარება, იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, მხარს უჭერს ფიტნეს-ბიზნესებს და საბოლოო ჯამში ჯანდაცვის სისტემებისთვის მილიარდობით ეკონომიას აკეთებს.“

კვლევის თანახმად, PHIT-ის კანონი ყოველწლიურად 500 ათას ამერიკელს იცავს ქრონიკული დაავადებებისგან და ზოგავს 12,2 მილიარდ დოლარს ჯანდაცვის ხარჯებიდან. ფიზიკური აქტივობის სერვისების 10%-ით გაიაფებაც კი 17 მილიონამდე ამერიკელს აძლევს სტიმულს, გაზარდონ საკუთარი ფიზიკური აქტივობა.

გარდა ამისა, ასეთი პოლიტიკა აგენერირებს 12,3 მილიარდი დოლარის სამომხმარებლო ხარჯს და 230 ათას ახალ სამუშაო ადგილს ქმნის.

ახალი კანონმდებლობა შეესაბამება უფრო ფართო ეროვნულ მიზანს, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის პროგრამას MAHA-ს (Make America Healthy Again), რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს პროფილაქტიკურ ზომებს და ფიტნესზე ხელმისაწვდომობის ზრდას. მიზანია ჯანდაცვის სისტემების ეფექტიანობის ზრდა და ჯანდაცვაზე ხარჯების შემცირება.

jandacva.ge

გამოგვყევით