შარდის ბუშტის კიბო ხშირად ადრეულ ეტაპზევე იჩენს თავს, თუმცა პირველი საგანგაშო სიგნალი ბევრს უყურადღებოდ რჩება. პაციენტები ცვლილებას დროებით მოვლენად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ პრობლემა თავისით გაივლის. დაყოვნება მკურნალობის პროცესს ართულებს, ამიტომ დაავადების პირველივე ნიშნების ცოდნა და დროული რეაგირება გადამწყვეტია.
მთავარი და ყველაზე გავრცელებული ნიშანი შარდში სისხლის გამოჩენაა, რასაც ხშირად ტკივილიც ახლავს. სისხლი შესაძლოა, ერთხელ გამოჩნდეს და გაქრეს. დაავადება კი ამ დროს ფარულად ვითარდება.
შარდში სისხლი მხოლოდ ონკოლოგიას არ უკავშირდება. მსგავსი სიმპტომი შეიძლება, გამოიწვიოს ისეთმა პრობლემამ, როგორიცაა კენჭი თირკმელში ან საშარდე გზების ანთება. ზუსტი მიზეზის დადგენა მხოლოდ მაღალტექნოლოგიური გამოკვლევით ხერხდება.
განვითარების რისკი განსაკუთრებით იზრდება ასაკთან ერთად, უმეტესად 45 წლის ზემოთ. შარდის ბუშტის კიბო მამაკაცებში უფრო ხშირად გვხვდება. გარდა ამისა, მთავარ ხელშემწყობ ფაქტორად თამბაქოს მოხმარება მიიჩნევა, რადგან მავნე ნივთიერებები შარდთან ერთად გროვდება ბუშტში და ხანგრძლივად აზიანებს ლორწოვან გარსს. რისკის ჯგუფში ასევე შედიან ადამიანები, რომლებსაც პროფესიულად უწევთ ქიმიურ ნივთიერებებთან შეხება.
ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში დიაგნოსტიკა თანამედროვე ცისტოსკოპიითა და ციტოლოგიური კვლევებით მიმდინარეობს. ოპტიკური აპარატურით ბუშტის შიდა გარსის დათვალიერებისას ექიმი საწყის ეტაპზევე ამჩნევს მცირე ზომის წარმონაქმნს და ზუსტ ბიოფსიას იღებს. ადრეული დიაგნოზი ექიმებს ეხმარება, მინიმალური ჩარევით მიაღწიონ სრულ გამოჯანმრთელებას.
ამ ტიპის სიმსივნეს ერთი თავისებურება ახასიათებს: მკურნალობის შემდეგ მას ხშირად ახასიათებს ხელახალი გამოვლენა. ამის გამო, მკურნალობის დასრულების შემდეგაც აუცილებელია პერიოდული დაკვირვება და რეგულარული შემოწმება. ქარაზანაშვილის ცენტრში პაციენტები იმყოფებიან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რაც თითქმის გამორიცხავს დაავადების ხელახალ განვითარებას.
ზედაპირული სიმსივნის დროს ტარდება მცირეინვაზიური ჩარევა შარდსადენი არხის გავლით. თუ პროცესი კუნთოვან შრეშია ჩაზრდილი, საჭირო ხდება ბუშტის სრული ამოკვეთა და ახალი, ხელოვნური ბუშტის (ნეობლადერის) შექმნა ნაწლავის სეგმენტისგან. ეს ოპერაცია პაციენტს ბუნებრივი შარდვის უნარს უნარჩუნებს.
ამიერკავკასიაში ხელოვნური შარდის ბუშტი რობოტული მეთოდით პირველად ქარაზანაშვილის ცენტრში შეიქმნა. პროფესორმა გურამ ქარაზანაშვილმა ევროპული გამოცდილება საქართველოში დანერგა, რისთვისაც ეროვნული პრემიაც მიენიჭა.
რობოტული ქირურგია ოპერაციას უმაღლესი სიზუსტით ასრულებს. სამგანზომილებიანი გადიდებული გამოსახულება და მილიმეტრული სიზუსტის ინსტრუმენტები ჯანსაღ ქსოვილებსა და ნერვებს მაქსიმალურად ინარჩუნებს. შედეგად, პაციენტი ნაკლებ სისხლს კარგავს, ოპერაციის შემდგომი ტკივილი მცირდება და აღდგენის პერიოდიც საგრძნობლად ჩქარდება.
ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში წარმატებით მკურნალობენ როგორც შარდის ბუშტის, ისე პროსტატის კიბოს, ადენომასა და თირკმლის დაავადებებს. საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით პაციენტები ქვეყნიდან გაუსვლელად იღებენ მსოფლიო დონის სამედიცინო მომსახურებას.
შარდში სისხლის პირველივე შემჩნევისას სპეციალისტთან ვიზიტი გამოჯანმრთელების მთავარი საწინდარია.