logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ჩინეთი ამერიკიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 84%-იან ტარიფებს დააწესებს

ჩინეთი ამერიკიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 84%-იან ტარიფებს დააწესებს

1744201620

10 აპრილიდან, ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქციაზე 34%-დან 84%-მდე ზრდის.  ამის შესახებ ინფორმაციას globaltimes.cn-ი ავრცელებს. 

ჩინეთის მხარე აშშ-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს ერთპიროვნულად დაწესებული ტარიფები, შეწყვიტოს „შეცდომითი პრაქტიკა“ და არსებული უთანხმოებები ორმხრივი, თანასწორი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგით მოაგვაროს.

ჩინეთის კომერციის სამინისტროს განცხადების თანახმად, აშშ-ის პრაქტიკა ჩინეთის მიმართ ტარიფების გაზრდის თაობაზე არის შეცდომა, რომელიც სერიოზულად არღვევს ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს, სერიოზულად აზიანებს წესებზე დაფუძნებულ მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას და სერიოზულ გავლენას ახდენს გლობალური ეკონომიკური წესრიგის სტაბილურობაზე.

გამოგვყევით