logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო ტარიფები ძალაში დღეიდან შევიდა

დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო ტარიფები ძალაში დღეიდან შევიდა

1744187377

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფები, რომელთაც აშშ-თან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვთ, ოფიციალურად ამოქმედდა.

დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო ტარიფები 11%-დან 50%-მდე მერყეობს, თუმცა ჩინეთის საპასუხო ნაბიჯების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა პეკინის წინააღმდეგ ტარიფები 104%-მდე გაზარდა.

ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გარდა, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ევროკავშირს – 20%-იანი ტარიფები დაუწესდა, ვიეტნამს – 46%-იანი, ტაივანს – 32%-იანი, იაპონიას – 24%-იანი, ინდოეთს – 26%-იანი, ტაილანდს – 36%-იანი, შვეიცარიას – 31%-იანი, ისრაელს – 17%-იანი, მოლდოვას – 31%-იანი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული საბაზისო 10%-იანი ტარიფები 5 აპრილს ამოქმედდა.

1tv.ge 

გამოგვყევით