logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ფუფუნების საგნებზე დანახარჯების შემცირების გამო, Burberry-ის ზრდა მკვეთრად შენელდა

ფუფუნების საგნებზე მყიდველთა დანახარჯების შემცირების გამო, ბრიტანული Burberry შეშფოთებულია.

კომპანიამ განაცხადა, რომ შეეცდება შეასრულოს თავისი წლიური შემოსავლის პროგნოზი, რაც ორნიშნა რიცხვითაა შემცირებული. მიზეზი ფუფუნების საგნებზე ხარჯების გლობალური შენელებაა.

კომპანიამ, რომელმაც სექტემბერში დიზაინერ დანიელ ლის პირველი კოლექცია გამოუშვა, მკვეთრი შენელების შესახებ იტყობინება. მაღაზიებში გაყიდვების ზრდის მკვეთრი შენელება ფიქსირდება. შედარებისთვის, მეორე კვარტალში ზრდა 1%-მდე იყო, მაშინ როცა პირველ კვარტალში 18%-ს აღწევდა. მიზეზად, ჩინეთში ზრდის შეჩერება სახელდება.

ადრეულ ვაჭრობაში Burberry-ის აქციები 10%-ით დაეცა და ვარდნამ გავლენა მოახდინა ფართო სექტორზე.

ეკონომისტების შეფასებით, წლების განმავლობაში ფუფუნების საგნებისკენ მყიდველების სენსაციური მადა მზარდმა ინფლაციამ და ეკონომიკურმა გაურკვევლობამ შეაჩერა. არსებულმა შედეგებმა ინვესტორებიც აიძულა შეემცირებინათ პროგნოზები.

გამოგვყევით