logo
Loading data...

Toyota თანახმაა, ბოლო 25 წლის განმავლობაში ხელფასები ყველაზე მეტად გაზარდოს

Toyota თანახმაა, ბოლო 25 წლის განმავლობაში ხელფასები ყველაზე მეტად გაზარდოს

1710332330

Toyota Motor დათანხმდა, თავისი ქარხნის თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდოს. ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში კომპანიის მხრიდან ანაზღაურების ყველაზე მაღალი ზრდაა.

ავტომობილების მსოფლიოს უდიდესმა მწარმოებელი აცხადებს, რომ ყოველთვიური ანაზღაურება 28,440 იენით (193 აშშ დოლარი) გაიზრდება. კომპანია თანახმაა რეკორდული ბონუსების გადახდაზე გადავიდეს. წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით, კომპანიამ ხელფასის ზრდის პროცენტული მაჩვენებელი არ მიუთითა.

Japan Inc'-ის უმსხვილესმა კომპანიებმა Toyota, Nippon Steel და Nissan Motor გადაწყვიტეს, სრულად დაეკმაყოფილებინათ პროფკავშირის მოთხოვნები ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით.

მოლაპარაკებებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იაპონური კომპანიების მენეჯერებსა და დასაქმებულებს შორის მიმდინარეობდა, თვალს ყურადღებით ადევნებდა ქვეყნის ცენტრალური ბანკი. ანაზღაურების ზრდაზე შეთანხმება დაეხმარება ცენტრალურ ბანკს, უკვე მომავალ კვირას მკაფიო გადაწყვეტილებები მიიღოს საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით.

იაპონიის მთავრობის უმაღლესმა წარმომადგენელმა და კაბინეტის მთავარმა მდივანმა იოშიმასა ჰაიაშიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ხელფასების ზრდის ძლიერი იმპულსი მცირე და საშუალო ზომის ფირმებზეც გავრცელდეს.

ეკა გაზდელიანი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით