logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

2025 წელს ტელევიზიებმა ₾99.2 მლნ-ის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს

2025 წელს ტელევიზიებმა ₾99.2 მლნ-ის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს

1771223913

2025 წელს ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 37.4%-ით გაიზარდა და 106.8 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 43%-ით გაიზარდა და 99.2 მილიონ ლარს გაუტოლდა.
 
ტელემაუწყებლებისთვის 2025 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 82.3%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ დააგენერირა, რაც 81.7 მილიონია. 10.7% - პროდუქტის განთავსებიდან მიღებული შემოსავალი იყო, რაც 10.6 მილიონი ლარია, ხოლო 6.9% - სპონსორობამ, რამაც 6.8 მილიონი ლარი შეადგინა. შედარებისათვის, 2024 წელს პირდაპირი რეკლამით მიღებული შემოსავალი სარეკლამო შემოსავლების 70.6%-ს  შეადგენდა, რაც 49 მილიონ ლარი იყო.
 
რადიომაუწყებლების შემთხვევაში, 2025 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავალი 8.9%-ით შემცირდა და 7.6 მილიონი ლარი შეადგინა. 89%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ 6.8 მილიონი ლარით დააგენერირა, ხოლო 10.8% - სპონსორობამ, რაც 0.8 მილიონი ლარია.
 
რაც შეეხება 2025 წლის მხოლოდ IV კვარტალს, ამ პერიოდში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 72%-ით გაიზარდა და 41.4 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, IV კვარტალში მიღებული კომერციული სარეკლამო შემოსავალი 82.5%-ით გაიზარდა და 39.2 მილიონ ლარს გაუტოლდა.
 
შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

"აწარმოე საქართველოში" ჩამოყალიბდება ეკონომიკის განვითარების ბანკის სახით, სადაც იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მხარდაჭერის ინსტრუმენტები" - მინისტრი

"აწარმოე საქართველოში" ჩამოყალიბდება ეკონომიკის განვითარების ბანკის სახით, სადაც იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მხარდაჭერის ინსტრუმენტები" - მინისტრი

გამოგვყევით