ავიაკომპანია Georgian Airways-ი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ 25 ივნისს თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია.
"მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას.ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას.
Georgian Airways-ი თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს, შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს,"- ნათქვამია ავიაკომპანიის ფბ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ისრაელი და ირანი რამდენიმე დღეა ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებენ.