logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

პაატა კვიჟინაძე: დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიმართ ნდობა მაღალია

პაატა კვიჟინაძე: დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიმართ ნდობა მაღალია

1750683742

„დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონმდებლობა ერთ-ერთი წარმატებულია. კანონი, რომელიც 2018 წელს მსოფლიო ბანკის ჩართულობით და ევროპელებთან თანამშრომლობით მივიღეთ,  კარგად მუშაობს. ამ სისტემის მიმართ მოქალაქეების  ნდობამ მოლოდინს გადააჭარბა. უფრო მეტი დარჩა საპენსიო სქემაში , ვიდრე ველოდით.  ხალხმა დაიჯერა სისტემის საიმედოობა და შენატანები გაიზარდა“, - ამის  შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საპენსიო ფონდის 2024 წლის ანგარიში განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, 2 % -ს ხელფასიდან  დასაქმებული იხდის, 2%-ს   დამსაქმებელი და 2%-ს სახელმწიფო, ხოლო შემდეგ საპენსიო ფონდი თანხების ინვესტირებას ახდენს კანონმდებლობის შესაბამისად.

„ფონდის მომგებიანობა ყოველწლიურად საშუალოდ 10%-ია, რაც შესაბამისი სტატისტიკითაც დასტურდება. ბოლო მონაცემებით,  საპენსიო ფონდის მოცულობა 7 მილიარდ ლარამდეა,   აქედან  1 მილიარდ 700 მილიონი ლარი ამონაგებია“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გამოგვყევით