logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ახალი ზოოპარკი პირველ ვიზიტორებს ზაფხულში მიიღებს

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკი პირველ ვიზიტორებს ზაფხულში მიიღებს. როგორც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ამჟამად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს და გათვალისწინებულია ტერიტორიის გამწვანებაც.

მანვე აღნიშნა, რომ ახალი ზოოპარკი არსებულისგან განსხვავებული იქნება, რადგან აქ გაცილებით დიდი ვოლიერები იქნება წარმოდგენილი. 

"აქტიურად ვმუშაობთ, რომ ტერიტორია გავალამაზოთ. ზაფხულში, სავარაუდოდ, ივლისში გაიხსნება პირველი ნაწილი, სადაც წარმოდგენილი იქნება კავკასიის ექსპოზიცია და საკმაოდ დიდი რაოდენობის ცხოველები არიან. ეს იქნება განსხვავებული ზოოპარკი. შესაძლებელია ავხსნათ რაში მდგომარეობს ეს განსხვავება, მაგრამ სჯობს სიურპრიზად დავტოვოთ. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ძველი ზოოპარკიც აქტიური იქნება", - აცხადებს ზურაბ გურიელიძე.

რაც შეეხება ზოოპარკში შესვლის ტარიფს -  როგორც ზურაბ გურიელიძე აღნიშნავს, ტარიფის დამტკიცება მთავრობის სხდომაზე უნდა მოხდეს და იმედს გამოთქვას, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასი იქნება. 

როგორც ცნობილია, 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ გადაწყდა, რომ თბილისის ზოოპარკი ახალ ბინას თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დაიდებს და და მისი ფართობი 48 ჰექტარი იქნება. ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, ახალი ზოოპარკის სრულად აღჭურვისთვის დაახლოებით, $50 მლნ არის საჭირო.

გამოგვყევით