2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბიზნესის რეკეტი, მესაკუთრის დაპატიმრება მისი ქონების მისაკუთრების მიზნით და უფლებების უხეში შელახვის სხვა ფაქტები განიხილება, "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, ბესარიონ ხვინთელიანმა ისაუბრა.
ბესარიონ ხვინთელიანის განცხადებით, მოგვიანებით ციხეში ყოფნისას შეიტყო, თუ რატომ ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს კარგი საინვესტიციო პირობები, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩაედო ბიზნესმენს, რათა შემდეგ დაეჭირათ და წაერთმიათ.
„მოგვიანებით ციხეში გავიგე რეჟიმს თუ რატომ ჰქონდა კარგი საინვესტიციო პირობები, უდავოა რომ, რაც შეიძლება მეტი ინვესტიციები უნდა ჩამედო, რათა შემდეგ დავეჭირეთ და წაერთმიათ. ალბათ ეს მხოლოდ ჩემს მიმართ არ იყო, რა თქმა უნდა. ცნობილია, რომ ეს სააკაშვილის რეჟიმის კარგად დამუშავებული მეთოდი იყო. ხალხის გაღატაკება, სამშობლოდან იძულებით გაძევება პურის ფულის შოვნისთვის და უცხოელების მასიური შემოყვანა და მოქალაქეობის მიცემა. და რისთვის?! - ალბათ იოლი მმართველობისთვის. მე კი აფხაზეთიდან რუსეთში წავედი და 40 წლის შემდეგ ოცნებად მქონდა საქართველოში გადმობარგება რუსეთიდან. რეჟიმმა ეს, რა თქმა უნდა, იცოდა. მან ასევე იცოდა ჩემი წარმატებული მატერიალური და ფინანსური მდგომარეობა, მე კი დიდი ენთუზიაზმით დავიწყე ევროპიდან საქართველოში მსხვილი ინვესტორების ჩამოყვანა, რეკლამას ვუწევდი ცემს მიერ შეძენილ და სხვა საინვესტიციო პროექტებს. რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო და შედგა მემორანდუმი ამ თანხაზე,
750 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის მოზიდვა საქართველოში. მეორე დღეს ამ შეთანხმების აღსანიშნავ ბანკეტზე რესტორან ბაბილოში, სადაც დარეგისტრირებული ახალი კომპანიით და სხვა დოკუმენტებით მივედი ათი სპეცდანიშნულების მანქანით და პაპარაცების თანხლებით, უცხოელი ინვესტორების წინაშე დამაპატიმრეს. ალბათ იცოდა მათმა გუნდმა რომ დიდი დრო არ ჰქონდათ დარჩენილი, არ დაელოდნენ ინვესტიციას და აქედან დაიწყეო ჩემზე ეს ყველაფერი - დაპატიმრება და წამება“,- განაცხადა ბესარიონ ხვინთელიანმა.