logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ბიომეტრიული პასპორტის დიზაინი იცვლება

ბიომეტრიული პასპორტის დიზაინი იცვლება

1743766920

ბიომეტრიული პასპორტის დიზაინი იცვლება.  ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება საკანონმდებლი მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. 

დოკუმენტის მიხედვით, იცვლება საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლები, ასევე ფორმები.

გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, ახალი დიზაინის პასპორტების გაცემა 2025 წლის 4 ივნისიდან დაიწყება. თუმცა,  ამ დრომდე გაცემული პასპორტები  ვალიდური იქნება. ვადის გასვლამდე ძველი დიზაინის პასპორტები ძალაში რჩება.

ამასთან, პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის სტრუქტურა უნდა უზრუნველყოფდეს დოკუმენტის გამძლეობასა და ელექტრონული კომპონენტის დაცულობას, მთლიანი სავარაუდო სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (10 წელი), იყოს მდგრადი ფიზიკური და ქიმიური დეკომპოზიციის მიმართ, აგრეთვე ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად ინტეგრირებული დამცავი ნიშნების განმეორებით გამოყენების მიმართ. 

გამოგვყევით