logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"ჩვენი გუნდი, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გულწრფელად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კორუფცია ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი არ იყოს"

"ჩვენი გუნდი, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გულწრფელად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კორუფცია ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი არ იყოს"

1747141837

ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ნებისმიერი მიმართულებით გაძლიერება ავტომატურად ემსახურება მისი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხარისხის განმტკიცებას და გაძლიერებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კორუფციასთან ბრძოლის ინდექსზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კორუფცია ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი არ იყოს.

„როდესაც მთავრობის გამჭვირვალობის ინდექსით ჩვენ პირველ ადგილზე ვართ, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი დასახული მიზანი და ძალიან აქტუალურია ეს საკითხი ჩვენთვის ყველასთვის, რომ კორუფციასთან ბრძოლის ინდექსი იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში არის მიღწევადი. მე პირადად, ჩვენ, ჩვენი გუნდი, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გულწრფელად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კორუფცია ამ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი არ იყოს და ამას შემთხვევით არ ვსაუბრობ. ამაზე ბევრს ვსაუბრობთ, მათ შორის, კამერებს მიღმა და ეს არის ის მიზანი, რომელიც თავის მხრივ ბევრი მიმართულებით გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას, მათ შორის ასევე დამოუკიდებლობის მიმართულებითაც, რაც უფრო მეტად აღმოვფხვრით კორუფციას, ნებისმიერ რგოლში, რაც უფრო მეტად შევებრძოლებით და თავს გადავდებთ ამისათვის, კი ბატონო გვაქვს გარკვეული წარმატებები და სერიოზული წარმატებები ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიოში ვიყოთ პირველ სამეულში კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით და ამას აუცილებლად მივაღწევთ, ჩვენ ამისთვის შეგვიძლია თავი გადავდოთ ყოველგვარი პათეტიკის და გადაჭარბების გარეშე, რაც ასევე ამ ინდექსთან ერთად და სხვადასხვა მიმართულებით წარმატებებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას და ჩვენ სითამამეს ნებისმიერთან ურთიერთობაში კიდევ უფრო გააძლიერებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გამოგვყევით