logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"ჩვენი მიზანია საქართველოს ფოსტა თანამედროვე და მომხმარებელზე ორიენტირებულ ორგანიზაციად ვაქციოთ" - გიორგი ერაძე

ჩვენი მიზანია საქართველოს ფოსტა ვაქციოთ თანამედროვე, ტექნოლოგიურად განვითარებულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ ორგანიზაციად, - ამის შესახებ "საქართველოს ფოსტას" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ფოსტაში მასშტაბური რეფორმა განხორციელდა - მათ შორის, პარტნიორული ქსელი განახლდა და ახალი ციფრული სისტემები დაინერგა.

"წინა ხელმძღვანელობების პერიოდში რა რეფორმებიც დაიწყო, თუნდაც პროცესების ავტომატიზირება- დახარისხების კუთხით, ეს პროცესი  უკვე დავნერგეთ და წარმატებით მიმდინარეობს.  ამასთან, ჩვენ შევქმენით ახალი შემოსავლის წყაროები, დავუბრუნეთ ფუნქციონალი ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს როგორიც არის საჰაერო ტერმინალი, გავაფორმეთ რამდენიმე კონტრაქტი კომპანიებთან, მივიღეთ ტვირთები და დავიწყეთ გადამუშავება. 

ელექტრონული კომერცია საქართველოში დღეს საკმაოდ პოპულარულია. ჩვენ ხელშეკრულებები გავაფორმეთ საერთაშორისო ელექტრონულ პლატფორმებთან. მიმდინარე კვირაში კი უკვე მივიღეთ ტვირთები, რაც სატრანზიტო ვადის შემცირების შესაძლებლობას გვაძლევს. გარდა ამისა, მომხმარებლებს ამანათების ვადაზე ადრე ჩაბარებასაც კი ვპირდებით.

ამ ეტაპზე პოპულარული მიმართულებები ჩინეთიდან არის, თუმცა ამანათებს ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბითაც აქტიურად ვიღებთ", - აცხადებს გიორგი ერაძე.

გამოგვყევით