logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ComCom-ის თავმჯდომარემ მედიაწიგნიერების განათლებაში ინტეგრირების პროცესი და შედეგები შეაჯამა

ComCom-ის თავმჯდომარემ მედიაწიგნიერების განათლებაში ინტეგრირების პროცესი და შედეგები შეაჯამა

1790083034

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, სადაც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით ComCom-ის მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. 

ანგარიშის წარდგენისას გოგა გულორდავამ ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელსაც კომისია პარტნიორებთან ერთად მედიაწიგნიერების ხელშეწყობის კუთხით ახორციელებს. გულორდავამ აღნიშნა, რომ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF)  თანამშრომლობით უკვე მეცხრე წელია ხორციელდება პროექტები, რომელთა მიზანია პედაგოგებში, მოსწავლეებსა და მშობლებში მედიაწიგნიერების დონის ზრდა და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებაა,  რათა როგორც არასრულწლოვნებს, ისე მთლიანად საზოგადოებას ჰქონდეს ონლაინ საფრთხეებისგან დაცვისთვის საჭირო ცოდნა. 
„მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს მედიაწიგნიერების მიმართულებით. აუცილებლად უნდა გამოვყო მედიაწიგნიერების განათლებაში ინტეგრირების პროცესი.

მედიაწიგნიერება დღეს ქვეყნის მასშტაბით 300 სკოლაში ისწავლება და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მიზანია ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს და ფორმალურ განათლებაში, განათლების ყველა საფეხურზე მოხდეს მედიაწიგნიერების კიდევ უფრო ეფექტიანი ინტეგრირება. 2019 წლიდან 2025 წლის ჩათვლით მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარების მიზნით ComCom-ის პროექტების ფარგლებში გადამზადდა 16,300 მოსწავლე, 5,500 მასწავლებელი და 1,900 სტუდენტი. 

მედიაწიგნიერების შესახებ  კომისიამ სულ 1,500-მდე კონფერენცია, სემინარი და საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა და აღსანიშნავია, რომ  2019 წლიდან მედიაწიგნიერების პროექტებს ჯამში  33,700 ბენეფიციარი ჰყავს.“ - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ. 

გამოგვყევით