logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

EURO 2024-ზე ისტორიული, პირველი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა - საქართველოს ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

EURO 2024-ის F ჯგუფის პირველი მატჩი თურქეთსა და საქართველოს შორის თურქეთის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. მატჩი დორტმუნდში, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყო. 

32-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში თავისი პირველი გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე (EURO 2024) გავიდა. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყო, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად თამაშობს. საქართველოს ნაკრების შემდეგი მატჩების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია: 22 ივნისი, ქალაქი ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი" - საქართველო – ჩეხეთი; 26 ივნისი, ქალაქი გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ - საქართველო-პორტუგალია.

გამოგვყევით