"ევროპაში წახვალ ვიზით თუ უვიზოდ, ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი, მაგრამ რასაც გვთავაზობენ, რომ უნდა დაგვირღვიონ სტაბილურობა და მშვიდობა, ეს არის ეგზისტენციალური საკითხი. ამიტომ, როცა ეგზისტენციური საკითხი უპირისპირდება არაეგზისტენციურ საკითხს, ბუნებრივია, შენ უპირატესობა უნდა მიანიჭო ეგზისტენციურ საკითხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"თუ ასე დადგება საკითხი, რომ ან მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, ჩვენ რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას. ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ასე გვიყენებენ საკითხს. ოთხი რევოლუციის მცდელობა გამოვიარეთ ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში. რაც შეეხება იმ ტენდენციებს, რაც არის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს ტენდენციები არის შემაშფოთებელი. იყო პირდაპირი დაფინანსება, რომელიც იყო მიმართული საქართველოში ამ ტენდენციების განვითარებისთვის და ამას უპირისპირდება კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.
ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ვიზა, იმისათვის, რომ გაემგზავროს საქართველოდან ევროპაში. რაც შეეხება დანარჩენს - მშვიდობა, სტაბილურობა, მათ შორის ოჯახური ღირებულებები, ეს არის ეგზისტენციალური საკითხები. ევროპაში წახვალ ვიზით თუ უვიზოდ, ეს არ არის ეგზისტენციალური საკითხი, მაგრამ რასაც გვთავაზობენ, რომ უნდა დაგვირღვიონ სტაბილურობა და მშვიდობა, ეს არის ეგზისტენციალური საკითხი. ამიტომ, როცა ეგზისტენციური საკითხი უპირისპირდება არაეგზისტენციურ საკითხს, ბუნებრივია, შენ უპირატესობა უნდა მიანიჭო ეგზისტენციურ საკითხს“ - განაცხადა პრემიერმა.