logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მე-17 კონფერენციის ფარგლებში, ერევანი საქართველოდან ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს

გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მე-17 კონფერენციის ფარგლებში, ერევანი საქართველოდან ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს

1790149865

გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მე-17 კონფერენციის (CBD COP17) მწვანე ზონას, ერევანი 19-30 ოქტომბერს უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლები, მათ შორის საქართველოდან ჩასული სტუმრები, საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობას უფასოდ შეძლებენ. ღონისძიება, კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში გაიმართება. ლურჯი ზონის პარალელურად მოწყობილ სივრცეში, ვიზიტორებს საერთაშორისო ღონისძიებები, გამოფენები, საჯარო დისკუსიები და კულტურული წარმოდგენების მრავალფეროვანი პროგრამა დახვდებათ. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეცნიერებს, ხელოვანებს და სხვადასხვა პროფილის მონაწილეებს მთელი მსოფლიოდან გააერთიანებს.

საქართველოდან ჩასულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გახდნენ საერთაშორისო პლატფორმის ნაწილი და სომხეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებთან ერთად ჩაერთონ პროგრამაში, რომელიც ბუნებას, მეცნიერებასა და კულტურას აერთიანებს. ღონისძიების ფარგლებში ისინი გაეცნობიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ იდეებსა და ინიციატივებს და ჩაერთვებიან ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო დიალოგში.

ღონისძიება რეგიონისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, ბიომრავალფეროვნების მომავალზე გლობალურ დიალოგში ჩაერთონ. მწვანე ზონა შექმნის ღია სივრცეს ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. დაგეგმილი აქტივობები COP17-ის თემებს ყოველდღიურ ცხოვრებას დაუკავშირებს და სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მქონე ადამიანების ჩართულობას წაახალისებს.

მწვანე ზონაზე დასწრება უფასოა. ღონისძიების პროგრამის, სამუშაო საათებისა და ვიზიტორთა დაშვების წესების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ორგანიზატორების ოფიციალურ ვებგვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის: https://www.cop17yerevangreenzone.com/

 

გამოგვყევით