logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

კობა ყალიჩავა: ავარიული შენობების პრობლემის მოსაგვარებლად უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა და ცენტრალიზებული პოლიტიკა

კობა ყალიჩავა: ავარიული შენობების პრობლემის მოსაგვარებლად უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა და ცენტრალიზებული პოლიტიკა

1752779432

„მეტად პრობლემური არის ავარიული შენობები რაც გვაქვს და გამოსავალზე რომ ვისაუბროთ  - იმ ტრაგედიის განზოგადება უნდა მოხდეს, რაც მოხდა. ავარიული შენობების პრობლემის მოსაგვარებლად უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა და  ცენტრალიზებული და ერთიანი პოლიტიკა“, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა კობა ყალიჩავამ გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ისაუბრა.  მისივე თქმით, სოციალური საბინაო პოლიტიკის გარეშე ამ პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია. 

"დამეთანხმებით, რომ სოციალური საბინაო პოლიტიკის გარეშე ამ პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია.  როდესაც სამშენებლო კოდექსი მივიღეთ, 2018 წელს, მაშინ სოციალური საბინაო ფონდის კანონმდებლობის ჩაწერის შესახებ იყო საუბარი, თუმცა მსხვილი თემაა და ბოლო დროინდელ დისკუსიებშიც ჩანს, რომ გადაწონიდა მთლიანი კოდექსის რეფორმას და მაშინ თავი დავანებთ ამას. თუმცა, 7 წელი გავიდა და დღესაც არ გვაქვს ეს. ჩანაცვლების პროგრამა გვაქვს. ბათუმს ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა აქვს - ეს არის ქაოსური, ფრაგმენტული და  ამას სჭირდება ერთიანი  პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც ვიტყვით, რა მიმართულებით მიდის ქვეყანა.  ასევე, სჭირდება ინსტიტუცია. არ ვამბობ, რომ ამისთვის სამინისტრო უნდა შეიქმნას, თუმცა სამინისტროში რომელიღაცა ძლიერი დეპარტამენტი, რომელიც ამას კურირებას გაუწევს აუცილებელია. სოციალური საბინაო ფონდი ერთ-ერთი მთავარი ამბავია იმ ციფრის პარალელურად, რაც ჩვენ გვაქვს - 10 000 ავარიული კორპუსი თბილისში“, - განაცხადა კობა ყალიჩავამ. 

მისივე განცხადებით, დღეს არსებული ქირაობის პრაქტიკაზე, რაც გამოსახლებისას მოქმედებს დიდი ბიუჯეტი იხარჯება. მისივე თქმით, თუ ქალაქს ექნება რეზერვში ქალაქის საკუთრებაში არსებული ფართები, მოსახლეობის იქ გადაყვანა გამარტივდება, რადგან მყისიერი, კონკრეტული და ხელშესახები  შეთავაზების არსებობა მობინადრეებს ამ გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს.

"უნდობლობა არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი დაუმთავრებელი და უხარისხო მშენებლობა ვიცით ქალაქში, რაც საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს განაპირობებს. ყოველთვის მოგებიანი არ არის ჩანაცვლება, რადგან მოდის დეველოპერი, რომელმაც გარკვეული მოგება უნდა ნახოს. საერთო ტვირთის პრინციპი მოქმედებს ბიუჯეტთან მიმართებაში და ასეთ შემთხვევაში ეს გაღებული უნდა იყოს ბიუჯეტიდან - კანონმა უნდა დაარეგულიროს. ნებისმიერი მსგავსი ქმედებას საფუძველი კანონში უნდა ჰქონდეს.  ამიტომაც ვამბობთ, რომ პრობლემა არის არა რეგულაციების ხარვეზში, არამედ რეგულირების საერთოდ არ ქონაში. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ახალი პოლიტიკის დოკუმენტი და მასზე დაშენებული გარკვეული კანონი, რომელსაც ინსტიტუცია ეყოლება, ვინც ამ ყველაფერს აღასრულებს“, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა კობა ყალიჩავამ. 

გამოგვყევით