ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფი-ს'' საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების (საერთო წონა - 386 გრამი) შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 83 879 ლარი შეადგინა.
ზემოაღნიშნულ სამართალდამრღვევ მოქალაქეთა მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.