logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს: სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა წინ წავწიოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე

ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს: სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა წინ წავწიოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე

1707482470

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მსურს გულითადად მოგილოცოთ თქვენს დანიშვნასთან დაკავშირებით. სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და წინ წავწიოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე.

იღბალს და წარმატებებს გისურვებთ თქვენი უფლებამოსილების განხორციელებაში“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობას ნდობა გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას 84 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგ წავიდა.

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად 1-ელ თებერვალს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე წარადგინეს. ამ თანამდებობაზე მან ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა.

გამოგვყევით