თანამედროვე შენობის გამართულად ფუნქციონირებაში ლიფტი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, თუმცა, ამ შეუცვლელ ფუნქციას შესაბამისი ენერგოდანახარჯებიც ახლავს. ვერტიკალური ტრანსპორტი შენობის მთლიანი ელექტროენერგიის 2%-დან 10%-მდე მოიხმარს, მაღალი დატვირთვის საათებში კი ეს მაჩვენებელი შეიძლება 50%-მდეც კი გაიზარდოს. თანამედროვე ლიფტის კომპანიები აქტიურად მუშაობენ ამ ხარჯის შემცირებაზე — საქმე არა მხოლოდ მზარდ ტარიფებში, არამედ ეკოლოგიურ წნეხშიცაა.
კვლევებზე დაყრდნობით, ბოლო საუკუნის განმავლობაში ლიფტების სფეროში უდიდესი ტექნოლოგიური ნახტომი განხორციელდა. XX საუკუნის ძრავა-გენერატორებით (Motor-Generator, MG) აღჭურვილი ლიფტები ნამდვილი „ენერგოვამპირები“ იყვნენ. იმისთვის, რომ ლიფტი მზად ყოფილიყო გამოძახებისთვის ძრავა-გენერატორს მუდმივად, 24 საათის განმავლობაში უნდა ებრუნა. სისტემა უმოქმედობის დროსაც კი უზარმაზარ ენერგიას მოიხმარდა — მხოლოდ მზადყოფნის რეჟიმში წლიურად 40,000 კვტ/სთ-ზე მეტს.
XXI საუკუნის დასაწყისში ინდუსტრია VVVF ამძრავებზე გადავიდა, რამაც ლოდინის რეჟიმში ენერგიის მოხმარება შეამცირა. თუმცა, ნამდვილად შესამჩნევი ვარდნა მხოლოდ ბოლო ათწლეულში ვიხილეთ, სამი თანამედროვე ტექნოლოგია პარალელურად დაინერგა: ურედუქტორო მუდმივი მაგნიტების სინქრონული ძრავები (PMSM), რეგენერაციული ამძრავები და ინტელექტუალური მართვის სისტემები.
დანაზოგი საკმაოდ მკაფიოდ ჩანს კონკრეტულ ციფრებში. რეგენერაციული ამძრავების დამუხრუჭებისას წარმოქმნილი ენერგია სითბოს სახით აღარ იკარგება, გარდაიქმნება ელექტროენერგიად და შენობის საერთო ქსელს უბრუნდება. ამ ტექნოლოგიას, ძველ MG კომპლექტებთან შედარებით, ენერგომოხმარების 85%-მდე შემცირება შეუძლია. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ ლოდინის რეჟიმში მოხმარებულმა ენერგიამ შეიძლება წლიური დანახარჯის 80%-დან 95%-მდე შეადგინოს. ძველი სისტემები ლოდინისას 1-2 კილოვატს მოიხმარდა, თანამედროვე ლიფტები კი „ძილის“ რეჟიმში 100 ვატზე ნაკლებს ხარჯავენ.
ამას ემატება ირიბი ეკონომიაც: ძველი ლიფტების მიერ გამოყოფილი სითბოს გასანეიტრალებლად შენობის გაგრილების სისტემა დამატებით ენერგიას ხარჯავდა, რაც ლიფტის სრული ენერგომოხმარების 20%-მდე შეიძლება ყოფილიყო. თანამედროვე სისტემები ამ პრობლემას თითქმის სრულად აღმოფხვრის.
CLC Elevator-ის მიზანია, ეს თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი სარგებელი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს ბაზრისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა FUJISJ - იაპონური ბრენდი FUJI-ს შვილობილი. მათი მოდელების ბირთვიც მუდმივი მაგნიტების სინქრონული (PMSM) ურედუქტორო ძრავებია, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგიის დაბალ მოხმარებას, მაღალ ეფექტურობასა (>92%) და მინიმალურ ხმაურს. ამას ემატება თანამედროვე VVVF ამძრავი სისტემები, რომლებიც მოძრაობის რბილ სტარტსა და ენერგიის რეალურ დროში ოპტიმიზაციას უზრუნველყოფენ. FUJISJ ასევე ფართოდ იყენებს MRL (სამანქანე ოთახის გარეშე) გადაწყვეტილებებს, რაც ამცირებს სამშენებლო ხარჯებს.
თანამედროვე ლიფტის დანერგვა ან ძველის მოდერნიზაცია სტრატეგიული ინვესტიციაა — მას ენერგიის მოხმარებას საშუალოდ 72%-ით შემცირება შეუძლია. ეს ნიშნავს ნაკლებ საექსპლოატაციო დანახარჯებს, უძრავი ქონების ღირებულების ზრდას და მგზავრობის პროცესის გაუმჯობესებას. ამასთანავე, თითოეული ასეთი თანამედროვე ენერგოეფექტური ლიფტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია უფრო მდგრადი, ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრებისკენ.