logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

რძის და რძის პროდუქტების ხარისხთან დაკავშირებით თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

რძის და რძის პროდუქტების ხარისხთან დაკავშირებით თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

1743767736

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.  "საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, გაცნობოთ, რომ რძე და რძის პროდუქტები, რომელიც მიეწოდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, სრულად შეესაბამება სახელმწიფოს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, პროდუქტის მიწოდებიდან მომზადების ჩათვლით, კვების პროცესის სრული კონტროლი სისტემატურად ხორციელდება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ხელმძღვანელობს იმ ტექნიკური დადგენილებებითა და რეგულაციებით, რაც სახელმწიფო სტანდარტებით არის განსაზღვრული. ბაღებში 60-მდე სახეობის საკვები პროდუქტი შედის და ყველა ტექნიკური მოთხოვნა, რაც ვრცელდება საბავშვო ბაღებზე, თითოეული დაწესებულების მიერ არის ზედმიწევნით დაცული,"-აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, 3 აპრილს,  სურსათის ეროვნულმა საააგეტომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ "სოფლის ნობათის"  რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა.

გამოგვყევით