logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

როგორია EURO 2024-ის შემოსავლები და რაში იხარჯება თანხა?

ევროპის ჩემპიონატი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სპორტული ღონისძიებაა, მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ფინანსურ დოვლათსაც ქმნის. მისი უზარმაზარი პოპულარობის გათვალისწინებით, გენერირდება მოგება, რომელიც მიღებულია ცენტრალიზებული სპონსორობის და მედიის უფლებების, ბილეთების და ლიცენზიების გაყიდვიდან.

საფეხბურთო შოუს მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, ღონისძიების ყურება მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანს სურს. ეს ნიშნავს, რომ მედია უფლებების გაყიდვა მატჩების პირდაპირი ტრანსლაციის და სტრიმინგის გზით, EURO 2024-ის მთლიანი შემოსავლის ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენს.

წელს ევრო 2024-ის ჩვენების უფლების გაყიდვიდან მიღებული ღირებულება სავარაუდოდ, ევრო 2020-ის ნიშნულს - 1,135 მილიარდ ევროს გადააჭარბებს, რაც მზარდ ინტერესზე მიუთითებს.

შემოსავლის შემდეგი წყაროა გლობალური სპონსორობა - ორგანიზაციებს შეუძლიათ მილიონობით გულშემატკივარს და მაყურებლის საკუთარი პროდუქტი გააცნონ. სწორედ ამიტომ, ტურნირი მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებსა და ბრენდებს იზიდავს.

წელს Alipay+, Booking.com, Coca-Cola, Unilever იმ მსხვილ კორპორაციებს შორის არიან, რომლებმაც აირჩიეს პარტნიორობა EURO 2024-თან და ოფიციალური გლობალური სპონსორები გახდნენ.

შემოსავლის გენერირების კიდევ ერთი მიმართულება ბილეთების გაყიდვაა. წელს, ევრო 2024-ზე, ორ მილიონ ნახევარზე მეტ ბილეთზეა მოთხოვნა გერმანიის ათ მასპინძელ სტადიონზე გამართული თამაშების დასასწრებად. ბილეთების, ისევე, როგორც მასპინძლობის სერვისებთან დაკავშირებული გაყიდვები, სხვადასხვა ატრიბუტიკის გაყიდვა, აგენერირებს მთლიან შემოსავალს.

ჯამში, მოსალოდნელია, რომ წელს UEFA ამ ჩემპიონატიდან 2.4 მილიარდ ევროს მიიღებს.

სად მიდის შემოსავალი - ევროპის ჩემპიონატის ორგანიზების ხარჯების დაფარვის შემდეგ, დარჩენილი წმინდა შემოსავალი ისევ თამაშში ინვესტირებას და ფეხბურთის განვითარების გაძლიერებას ხმარდება. UEFA-ს ერთ-ერთი მიზანია, რომ ეს ერთთვიანი ტურნირი და მის გარშემო არსებული მღელვარება გრძელვადიან მემკვიდრეობად გადააქციოს, არა მხოლოდ მასპინძელ ქვეყნებში, არამედ მთელ ევროპულ ფეხბურთსა და საზოგადოებაში. ამიტომ, ორგანიზაციამ EURO 2004-ზე დახმარების პროგრამა “ჰეთ-თრიკი” აამოქმედა.

გაშვების დღიდან, მსოფლიოს უდიდესმა სპორტულმა სოლიდარობის ფონდმა, “ჰეთ-თრიკის” პროგრამამ ტურნირის წმინდა შემოსავლის საშუალოდ ორი მესამედი გადაანაწილა წევრ ქვეყნებზე და ასოციაციებზე - ჯამში ევროპის 55 საფეხბურთო ასოციაციაში, საიდანაც სარგებელი ეხება ეროვნული საფეხბურთო პირამიდების ყველა დონეს.

ეროვნულ დონეზე, ეს საშუალებას აძლევს ასოციაციებს გააუმჯობესონ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და ინვესტიციები განახორციელონ მოთამაშეებში, მწვრთნელებში, მსაჯებსა და ადმინისტრატორებში.

ჰეთ-თრიკის პროგრამა 20 წლის წინ გაეშვა და იქცა ყველაზე არსებით, ფინანსური სოლიდარობის დისტრიბუციის პროგრამად სპორტში. ორი ათეული წელია, უეფამ ევროპის ჩემპიონატების შემოსავლებიდან დონაციის სახით 3 მილიარდი ევრო გასცა 55 წევრ ასოციაციაზე, ფეხბურთის განვითარებაში დახმარების სახით. ინვესტიციები ხორციელდებოდა ტექნიკურ ცენტრებში, ეროვნულ სტადიონებში, ათასობით მწვრთნელებისა და მსაჯების ტრენინგებში, სხვადასხვა პროგრამებში 2 მილიონი ბავშვისთვის, ათასობით პედაგოგსა და სკოლებში. საკმაოდ შთამბეჭდავია. ეს ბრწყინვალე ისტორია არ მთავრდება. "ჰეთ-თრიკი" გრძელდება და ჩვენ განვაგრძობთ ინვესტირებას" - აცხადებს UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი.

წელს ევრო 2024 დატოვებს გრძელვადიან საფეხბურთო მემკვიდრეობას მთელს კონტინენტზე, რეკორდული 935 მილიონი ევროს გამოყოფით ასოციაციებისთვის.

EURO 2024-ის საპრიზო თანხა შეადგენს 331 მილიონ ევროს, რაც გაიყოფა მონაწილეებზე შემდეგნაირად: 222 მილიონი ევრო 24 მონაწილე ქვეყანაზე გადანაწილდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მონაწილეობისთვის თითოეული ქვეყანა 9,25 მილიონ ევროს მიიღებს.

109 მილიონი ევრო გამოყოფილია ჯგუფური ეტაპის შედეგებისა და შემდგომ რაუნდებში გადასული გუნდების მიხედვით. გამარჯვებული კი მიიღებს 28,5 მილიონ ევროს.

გარდა იმისა, რომ ჩემპიონატი აგენერირებს სიმდიდრეს UEFA-სთვის, მოსალოდნელია, რომ არანაკლებ იხეირებს მასპინძელი ქვეყანაც - გერმანია, EURO 2004-ის მონაწილე ყველა ქვეყანა UEFA-სგან 9.25 მილიონ ევროს მიიღებსრომელსაც გასულ წელს -0.3%-იანი ვარდნა ჰქონდა. წელს მოსალოდნელია, რომ მას მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ექნება, რაშიც დიდ როლს სწორედ ჩემპიონატი ითამაშებს.

გამოგვყევით