logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ახალი პროგრამა, პროდუქციის ხარისხს და რაოდენობას გაზრდის" - ვახტანგ ლომჯარია

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ახალ პროგრამით სარგებლობა თბილისში ოპერირებად ყველა იმ ბიზნესს შეუძლია, რომელთა ბრუნვა, გასული წლის განმავლობაში, 500 000 ლარს არ აღემატება. ინიციატივა მიზნად ისახავს მცირე მეწარმე სუბიექტების გაძლიერებას. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნიკა - დანადგარები და ის აღჭურვილობა, რომელიც ბიზნესს პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის გაზრდაში დაეხმარება, - ამის შესახებ მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე შეფასებით, ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა პროგრამებით უპირატესად მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება.

"წელს, გადავწყვიტეთ, რომ დახმარება ყოფილიყო არაუმეტეს 20 000 ლარისა, თუმცა პროგრამა მომავალი წლიდან, სავარაუდოდ, გაფართოვდება და შესაძლოა დახმარება 50 000 ლარამდე გაიზარდოს. ჩვენი გათვლებით წელს 25-დან 30 ბიზნესს დავეხმარებით, რათა მათ შეიძინონ ის დანადგარები, რომლებიც საკმაოდ ძვირი ან ნაკლებად ხელმისაწვდომია. აღნიშნული კონკრეტულ დარგებში ბიზნეს გარემოს გააუმჯობესებს. 

განაცხადების მიღება 13 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი იქნება, რომელიც გადაწყვეტს დაფინანსების საკითხს. ყველაზე მთავარი კრიტერიუმი იქნება ის პროდუქტი, რომლის წარმოებაზე იქნება საუბარი - რამდენად მნიშვნელოვანია მისი წარმოების ან ხარისხის ზრდა. ამის შემდეგ შეფასდება როგორც ადამიანური კაპიტალი, ისე მოთხოვნილი დანადგარების მის წარმოებასთან შეთავსების შეფასება", - აცხადებს ვახტანგ ლომჯარია.

გამოგვყევით