logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ზედაზენი" საქართველოს ლუდის ჰაბად ქცევას გეგმავს" - კახაბერ კოტრიკაძე

"ზედაზენი" საქართველოს ლუდის ჰაბად ქცევას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, კახაბერ კოტრიკაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, ისრაელის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა ჰოლდინგმა, Tempo Beverages-მა "ქართული ლუდის კომპანიის" ("ზედაზენი") აქციები შეიძინა. მხარეებს შორის შეთანხმება კი  ახალ შესაძლებლობებს ხსნის და მიზნად საქართველოს ლუდის ინდუსტრიის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას ისახავს.

ქართული ლუდის კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, Tempo ჯგუფის 40%-იანი წილის მფლობელი Heineken-ია.

"ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე საინტერესო პერიოდია, - "ზედაზენს" მრავალი სიახლე აქვს. აღნიშნული ბაზარი კონკურენტუნარიანია და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მცირე ზრდის ტენდენციას აჩვენებს. ინვესტორების შემოყვანის კუთხით,  ქართული ლუდის კომპანიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, ახლა საერთაშორისო კომპანიად შეგვიძლია, ჩავთვალოთ თავი. კერძოდ, 21 მაისს Tempo ჯგუფი "ქართული ლუდის კომპანიის" ("ზედაზენი") აქციების მფლობელი გახდა, შესაბამისად, ქართული ლუდის კომპანია საერთაშორისო კომპანიად მიიჩნევა, რაც მნიშვნელოვანია მოვლენაა.

კონკურენციის ნაწილში Tempo ჯგუფის მფლობელი 40% Heineken-ია, როგორც იცით, Heineken-ი ლუდის ინდუსტრიაში ყველაზე ძლიერი ბრენდია. ინვესტიციის შემდეგ დაგეგმილია Heineken-ის პორტფელის წარმოება დაიწყოს, ინვესტიციას რაც შეეხება $60 მლნ-მდე ინვესტიცია განხორციელდა, ეს პირველადი ინვესტიციაა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამით არ დასრულდება. ამასთან, "ზედაზნის" ქუდის ქვეშ უნიკალური გარემო შევქმენით, სადაც საერთაშორისო ბრენდებია წარმოდგენილი. ამასთან, კიდევ უფრო შორსმხედველი გეგმა გვაქვს", - აცხადებს კახაბერ კოტრიკაძე.

"ქართული ლუდის კომპანიის" დირექტორი კომპანიაში კადრების დეფიციტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ზედაზენი" ტალანტების მოზიდვას მაქსიმალურად ცდილობს.

რაც შეეხება უალკოჰოლო სასმელებს კახაბერ კოტრიკაძის თქმით, ქვეყანაში აღნიშნული მიმართულებით მზარდი ტენდენციაა.

"უალკოჰოლო სასმელების კუთხით, წლიდან წლამდე მზარდი ტენდენციაა, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის გაზრდას, პოპულარობას ვუკავშირებ", - აცხადებს "ქართული ლუდის კომპანიის" დირექტორი.

ცნობისთვის,ისრაელის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა ჰოლდინგმა Tempo Beverages-მა "ქართული ლუდის კომპანიის" ("ზედაზნის") 60%-იანი წილი შეიძინა. გარიგების ღირებულება 57 მილიონ დოლარს შეადგენს.

გამოგვყევით