logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

1787832105

საინფორმაციო-ანალიტიკურმა განყოფილებამ საანგარიშო პერიოდში რაოდენობრივი კვლევის წარმოებისას გამოკვეთა 21 დეზინფორმაცია, 1 მანიპულაცია და 1 იმიჯის შელახვა.

მონიტორინგის  შედეგად გამოიკვეთა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაცია რიგ შემთხვევებში კამპანიურ ხასიათს ატარებდა. გავრცელებული დეზინფორმაციები ძირითადად ეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს.

ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დეზინფორმაციის გავრცელება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილება მუდმივ რეჟიმში ახორციელებს საინფორმაციო სივრცის მონიტორინგს, რათა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მცდარი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოვლენის შემთხვევაში, საზოგადოებას დროულად მიეწოდოს გადამოწმებული,  ზუსტი და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია.

გამოგვყევით