logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

საქართველო EURO 2024-ზე მონაწილეობისთვის UEFA-სგან €9.25 მლნ-ს მიიღებს

EURO 2024-ის მონაწილე ყველა ქვეყანა UEFA-სგან 9.25 მილიონ ევროს მიიღებს. მათ შორისაა საქართველოს ეროვნული ნაკრებიც.

წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის საპრიზო თანხა 331 მილიონ ევროს შეადგენს, რაც მონაწილეებზე შემდეგნაირად გადანაწილდება: 222 მილიონი ევრო 24 მონაწილე ქვეყანაზე გაიყოფა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მონაწილეობისთვის თითოეული ქვეყანა 9,25 მილიონ ევროს მიიღებს.

დამატებით, 109 მილიონი ევრო გამოყოფილია ჯგუფური ეტაპის შედეგებისა და შემდგომ რაუნდებში გადასული გუნდების მიხედვით. გამარჯვებული ქვეყანა კი 28,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ევროპის ჩემპიონატი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სპორტული ღონისძიებაა, მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ფინანსურ დოვლათს ქმნის. მისი უზარმაზარი პოპულარობის გათვალისწინებით, გენერირდება მოგება, რომელიც მიღებულია ცენტრალიზებული სპონსორობის და მედიის უფლებების, ბილეთების და ლიცენზიების გაყიდვიდან.

ჯამში, მოსალოდნელია, რომ წელს UEFA მიმდინარე ჩემპიონატიდან 2.4 მილიარდ ევროს მიიღებს. ამავდროულად, UEFA-ს ხელმძღვანელობა ამბობს, რომ წლევანდელი ღონისძიებები გრანდიოზული არ იქნება და უფრო მდგრად განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

მე გპირდებით რომ წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი იქნება საზეიმო, სასიამოვნო და მეგობრული. ჩემპიონატი არის ის მეგობარი, რომელიც გვეხმარება გარკვეული დროით დავივიწყოთ ბუნდოვანი მომავალი და სირთულეები ჩვენს გარშემო. ჩემპიონატს შემოაქვს ახალი იმპულსი კონტინენტზე, და ფოკუსირებულია მხოლოდ ფეხბურთზე. ევრო 2024 პირველად, ააშკარავებს რეალობას, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ და საკითხებს, რაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობებისთვის. წლევანდელი ჩემპიონატი მდგრადი, მწვანე ტურნირი იქნება, და არა ამბიციური, გადაჭარბებული და მხარჯველობითი. ჩვენ ვიყენებეთ არსებულ ინფრასტრუქტურას, რათა მინიმუმადე დავიყვანოთ გავლენა გარემოზე და გერმანელ გადასახადის გადამხდელებზე. ფეხბურთი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ, თამაში და ჩვენ უნდა ვითამაშოთ კოლექტიური, გადამწყვეტი როლი, რათა ავაშენოთ უკეთესი, უფრო მდგრადი სამყარო“ - აცხადებს UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი.

გამოგვყევით