logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა საქველმოქმედო აქტივობაში მიიღო მონაწილეობა

"საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა საქველმოქმედო აქტივობაში მიიღო მონაწილეობა

1738737499

2025  წლის 4 თებერვალს, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ, კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს ორ რეგიონში, საქველმოქმედო აქტივობაში მიიღო მონაწილეობა.

"ლევან ჩიკვაიაძე ესტუმრა მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლებს, მოინახულა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი არასრულწლოვნები და გადასცა საჩუქრები, როგორც პირველადი მოხმარების ნივთები, ასევე, სპორტული ინვენტარი და სამაგიდო თამაშები.

აღნიშნული ღონისძიება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, საქართველოს ფოსტამ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი CSR პროექტის ინიციირება მოახდინა,"-ნათქვამია "საქართველოს ფოსტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

გამოგვყევით