2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა. ამასთან, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 6.7-%-მდე შენელდა, თუმცა ეს მაინც მაღალი მაჩვენებელია და კოვიდ-პანდემიამდე პერიოდის ისტორიულ ზრდის ტემპებს აღემატება. რაც შეეხება 2025 წლის ეკონომიკური ზრდის დინამიკას, ის დამოკიდებული იქნება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე. რადგან წინასწარ რთულია განსაზღვრა, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესები, Galt & Taggart-მა შეიმუშავა სამი სცენარი მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით, რაც გავლენას მოახდენს მაკრო პროგნოზებზე.
Galt & Taggart-ის 2025 წლის საბაზისო სცენარით, დაშვებაა, რომ არსებული პოლიტიკური ვითარება შენარჩუნდება წლის განმავლობაში:
- აღნიშნულ სცენარში, Galt & Taggart-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა0%-ით გაიზრდება, რაც ძირითადად მოხმარებით იქნება განპირობებული.
- ლარი/დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი მოსალოდნელია 2.88-ის ფარგლებში.
- საშუალო წლიური ინფლაცია9%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაზეც საბაზო ეფექტთან ერთად, გავლენას მოახდენს საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის და ენერგომატარებლების ფასები და ლარის გაუფასურება. ამასთან, Galt & Taggart-ის შეფასებით, ფასების ზრდის შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი წლის განმავლობაში არსებულ 8.0%-ზე შენარჩუნდება.
- 2025 წელს ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი, Galt & Taggart-ის პროგნოზით, დარჩება მართვადი – შესაბამისად - მშპ-ის 3%-ზე და მშპ-ის 40%-ზე ქვემოთ.
2025 წლის პესიმისტურ სცენარში მთავარი დაშვებაა პოლიტიკური პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება:
- აღნიშნული, Galt & Taggart-ის შეფასებით ინვესტიციების მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს და ეკონომიკური ზრდის ტემპის4%-მდე შენელებაა მოსალოდნელი.
- სუსტი ეკონომიკური ზრდა და პოლიტიკური არასტაბილურობა ლარის კურსზე უარყოფითად აისახება და შესაბამისად, ლარი/დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი ამ სცენარში მოსალოდნელია 3.1-ის ფარგლებში.
- ლარის გაუფასურება ფასებზე ზეწოლას გააღრმავებს, რადგან სამომხმარებლო კალათის 70%-ზე მეტი იმპორტირებული საქონელია. Galt & Taggart-ის პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია7%-მდე გაიზრდება. მაღალი ინფლაციის ფონზე, ეროვნული ბანკი სავარაუდოდ, გაზრდის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 9.5%-მდე.
- ამ სცენარში Galt & Taggart ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-ის 3%-ზე ქვემოთ შენარჩუნებას პროგნოზირებს, რადგან შესუსტებული ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე საგადასახადო შემოსავლების შემცირება, სავარაუდოდ, დაბალანსდება ბიუჯეტის გარკვეული ხარჯების (ძირითადად კაპიტალური ხარჯების) შეკვეცით, რათა დაცული იყოს ფისკალური დისციპლინა.
რაც შეეხება 2025 წლის ოპტიმისტურ სცენარს, აქ მთავარი დაშვება დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვას და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას უკავშირდება:
- ამ სცენარში პროგნოზია0%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც გაუმჯობესებულ ბიზნეს და სამომხმარებლო განწყობებს უკავშირდება.
- ლარი/დოლარის საშუალო გაცვლითი კურსი მოსალოდნელია 2.78-ის ფარგლებში.
- საშუალო წლიური ინფლაცია მოსალოდნელია1%-ს დონეზე, რაც ეროვნულ ბანკს მისცემს შესაძლებლობას, შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.75%-მდე.
რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, რამაც შესაძლოა დადებითი ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს დამატებით საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, ესენია - უკრაინაში ომის დასრულება, აზერბაიჯანის საზღვრის გახსნა, ტრამპის სატარიფო პოლიტიკის გავლენა საქართველოს სავაჭრო პარტნიორებზე, აშშ-ს ცენტრალური ბანკის განაკვეთების შემცირების დინამიკა, და ა.შ.
სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ გალტ & თაგარტის ვებგვერდზე აქ, სადაც ასევე მოცემულია სხვა მაკროპარამეტრებისა და ვალუტის კურსების პროგნოზები.