logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა" - "IDS ბორჯომი საქართველოს" განცხადება

"აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა" - "IDS ბორჯომი საქართველოს" განცხადება

1738666260

კომპანია "IDS ბორჯომი საქართველო" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ბიზნესპარტნიორი" უცვლელად გთავაზობთ: 

"სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.

პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას,"-ნათქვამია "IDS ბორჯომი საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით