2024 წელს, პროგრამის „დანერგე მომავალი" ფარგლებში, ზეთისხილის ბაღების გაშენება 706 ჰექტარზე სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ თანადაფინანსებულია 8.6 მლნ ლარით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2015 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს მიერ ზეთისხილის ბაღების გაშენება 3 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე დაფინანსდა. სრული ინვესტიცია 32 მლნ ლარზე მეტია, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 20 მლნ ლარს აღემატება.