logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"აგრომეურნეობის გამოწვევები მხოლოდ ინოვაციური მიდგომებით დაიძლევა" – ფრანკ თილე, Bayer-ის რეგიონული მენეჯერი

"აგრომეურნეობის გამოწვევები მხოლოდ ინოვაციური მიდგომებით დაიძლევა" – ფრანკ თილე, Bayer-ის რეგიონული მენეჯერი

1720694269

მოსახლეობისთვის საკმარისი საკვები პროდუქტის წარმოება და გარემოსდაცვა – დღეს სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტები აგრომეურნეობის წინაშე მდგარ ამ ორ მთავარ გამოწვევას ასახელებენ. არსებობს მათთან გამკლავების გზები, რომელთა შორის თანამედროვე მიდგომებისა და ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოყენებაა.

„მსოფლიო პოპულაცია მზარდია, მიწები აგრომეურნეობისთვის კი სულ უფრო იკლებს და სამყოფი საკვები პროდუქტების წარმოება რთულდება. ამას ერთვის კლიმატის ცვლილება და გარემოსდაცვის აუცილებლობა. ამიტომ საჭიროა დარგის წარმომადგენლებს გვქონდეს სწორი ხედვა და გავიაზროთ, რომ აგრომეურნეობის გამოწვევები მხოლოდ ინოვაციური მიდგომებით დაიძლევა“, – ამბობს Bayer-ის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი და რეგიონული მენეჯერი, ფრანკ თილე.

თავად Bayer ათეული წლებია, ინოვაციურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას ქმნის. აწარმოებს ჰერბიციდებს, ფუნგიციდებს, ინსექტიციდებს, მაღალი ხარისხის მცენარეთა დაცვის საშუალებებს და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის სათესლე მასალებს. ამასთან ერთად, კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბიოდივერსიფიცირებული სოფლის მეურნეობის განვითარებას და ფერმერებს, ძირითადი პროდუქციის პარალელურად, სთავაზობს ბიოფუნგიციდებს, ბიოინსექტიციდებსა და ფერმონებს.

„ახალი თაობის, ინოვაციური პროდუქტები მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა, ამასთან ერთად, მცენარის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას უზრუნველყოფს და უსაფრთხოა ადამიანთა ჯანმრთელობისა და გარემოსთვის. შესაბამისად, თუკი ფერმერს სურს, წარმატებული მეურნეობა ჰქონდეს, აიღოს უხვი და ხარისხიანი მოსავალი, აუცილებელია, არჩევანი სწორედ ამგვარ პროდუქტებზე გააკეთოს“, – ამბობს ფრანკ თილე.

იმისათვის, რომ ბაზარზე წარმოდგენილი Bayer-ის პროდუქცია სრულად შეესაბამებოდეს თანამედროვე მოთხოვნებს, კომპანია უდიდესს რესურს დებს კვლევასა და ნივთიერებათა ტესტირებაში.

„Bayer-ის მეცნიერთა ჯგუფი ყოველწლიურად დაახლოებით 10 ათას ახალ ნივთიერებას ტესტავს ლაბორატორიულად. პროცესი ხანგრძლივია და ბევრი საფეხურისგან შედგება – მოწმდება რამდენად ეფექტიანია მისი ბიოლოგიური თვისებები, არის თუ არა ტოქსიკური, რა გავლენას მოახდენს ის გარემოსა და ცოცხალ არსებებზე. როდესაც მისი ნებისმიერი ტიპის მავნე გავლენა სრულად გამოირიცხება, იწყება ისეთი ფორმულის შემუშავება, რომელიც მარტივად გამოსაყენებელი იქნება მომხმარებლებისთვის. მთელ ამ პროცესს დაახლოებით 10 წელი სჭირდება, ანუ იმ პრეპარატებზე მუშაობა, რომელთა შეძენა დღეს ხდება შესაძლებელი, 10 წლი წინ დაიწყო. ეს კი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, Bayer-ს ერთი პროდუქტის წარმოება დაახლოებით 600 მილიონი ევრო უჯდება“, – ამბობს ფრანკ თილე.

მაღალი ეფექტურობისა და უსაფრთხოების დამსახურებით, Bayer-ის პროდუქცია უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. მას უკვე 19 წელია ქართულ ბაზარზე ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ წარმოადგენს. საქართველოში ყველაზე ხშირად გამოყენებად პროდუქტთა შორისაა Maister Power, Roundup Max, Voyago, Movento, Oberon Rapid, Sivanto Prime, Infinito და სხვა. Bayer-ის პროდუქციის სრულად სანახავად ეწვიეთ „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელს ან მის ოფიციალურ ვებ-გვერდს - https://agrosphere.ge/.

გამოგვყევით