logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

დავით სონღულაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონოს შეხვდა

დავით სონღულაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონოს შეხვდა

1760009277

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების  პერსპექტივები განიხილეს.

მინისტრმა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით არსებობს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.

შეხვედრაზე მხარეებმა დარგობრივი განათლების და მეღვინეობის მიმართულებით ცოდნის გაზიარების და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვის მიმართულებით გამოცდილების გაცვლის მნიშვნელობას.

იტალიის ელჩის განცხადებით, არსებობს სრული მზადყოფნა მრავალმხრივი ეფექტიანი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე ესწრებოდა.

გამოგვყევით