საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ფიზიკური პირი თორნიკე კოტეტიშვილის მიერ შპს „ტკჯ“-ის 80 %-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო.
შპს „ტკჯ“-ის საქმიანობის სფეროს საავტომობილო, საკონტეინერო და სამაცივრე-სასაწყობე დანიშნულების მქონე გათბობა-გაგრილების სისტემების რეალიზაცია და შეკეთება წარმოადგენს. განსახილველი კონცენტრაციის მხარეები და მათთან დაკავშირებული პირები ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ სხვადასხვა ბაზრებზე. აღნიშნულის და ასევე, სამიზნე ეკონომიკური აგენტის საბაზრო პოზიციების გათვალისწინებით, სააგენტომ მიიჩნია, რომ განხორციელებული კონცენტრაცია ვერ მოახდენს გავლენას ბაზარზე და, შესაბამისად, თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მლნ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
შეგახსენებთ, 2025 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თანხმობა 15 კონცენტრაციაზე გასცა. ამ ეტაპზე, ერთ კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს.