logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

დავით სონღულაშვილი: წელს საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობის ყურძნის მოსავალი - 340 ათასი ტონა დაფიქსირდა

დავით სონღულაშვილი: წელს საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობის ყურძნის მოსავალი - 340 ათასი ტონა დაფიქსირდა

1763370668

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2025 წლის რთველი  შეაჯამა და აღნიშნა, რომ წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი რაოდენობის ყურძნის მოსავალი - 340 ათასი ტონა დაფიქსირდა.

„მხოლოდ კახეთში, რომელიც არის მევენახეობის ძირითადი რეგიონი, 330 ათას  ტონამდე  მოსავალი დაიკრიფა, რაც შარშანდელთან შედარებით 40 ათასი ტონით მეტია. რაჭაში 3000 ტონამდე ყურძენი დაიკრიფა, მაშინ როცა, გასულ წლებში 1500 ტონამდე ფიქსირდებოდა, მეტი არ იყო. ასეთი მოსავლის პირობებში, პირველი გამოწვევა რაც იყო, მაქსიმალურად ორგანიზებულად ჩატარებულიყო რთველი, სრულად დაბინავებულიყო მოსავალი. ამ რაოდენობის ყურძნის დაბინავებას შესაბამისი მოცულობები სჭირდება. 22 ათასმა მევენახემ მიიღო მოსავალი, რომელიც  დააბინავა კერძო სექტორმა და სახელმწიფომ ერთობლივად. ჯამში, რთველის მიმდინარეობის პროცესში, 475 მილიონი ლარი შევიდა სექტორში, რაც უპრეცედენტო და მნიშვნელოვანია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წელს პირველად რთველის სუბსიდია არ განხორციელებულა, მოხდა მოსახლეობისგან ჭარბი მოსავლის შესყიდვა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, წელს პირველად განისაზღვრა დიფერენცირებული ფასი ყურძნის ხარისხის მიხედვით. მომავალში კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება და მეტად მიექცევა ყურადღება ხარისხს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს ექნება შესაბამისი განცხადებები, რასაც მევენახეებმა ყურადღება უნდა მიაქციონ. ხარისხიანი მოსავალი პრინციპულად მნიშვნელოვანია.

გამოგვყევით