logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ელკანა: ბიომწარმოებლებისთვის სერტიფიცირება დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული

წარმოებული პროდუქტი რომ ორგანულად ჩაითვალოს სერტიფიცირებაა აუცილებელი. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანაში", რომელიც 2000 წევრს აერთიანებს, მიიჩნევენ, რომ ეს არც თუ ისე მარტივი პროცესია, რომელიც ხარჯებთან ერთად დიდ დროსაც მოითხოვს. შედეგად, ხშირია შემთხვეევბი, როდესაც სერტიფიცირებაზე მოთხოვნა ძირითადად ისეთი მეწარმეებისგანაა, რომლებსაც ბიოპროდუქტის გატანა ექსპორტზე უნდათ. ასოციაციაში ასევე ამბობენ, რომ ძირითადად, ღვინის, თაფლისა და თხილის ბიომეურნეობები ჭარბობს"

"ელკანას" დირექტორი მარიამ ჯორჯაძე აღნიშნავს, რომ ეს არის სექტორი, რომელიც კანონით რეგულირდება, შესაბამისად აუცილებელია კონკრეტული სტანდარტების დაცვის გარდა იყოს გარე შემმოწმებელი, რომელიც არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის პროცესს ამოწმებს.

"ყველას არ უნდა ჰქონდეს ბიოსერტიფიკატი, ვერ იხდიან ამის ფულს ან შესაბამის ბაზარზე გასვლა უჭირთ. მეურნესთვის მაინც ისეთი ხარჯია, რომელიც თუ კონკრეტულ ბაზარზე გასვლის საჭიროება არ აქვს, ამ ხარჯის გაწევა არ უღირს."-აცხადებს მარიამ ჯორჯაძე „ბიზნესპარტნიორთან“.

საქართველოში არსებობს ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლისას გაწეული ხარჯის ანაზღაურებას გულისხმობს და ხელს უწყობს მეწარმეებს სერტიფიცირებაში. ელკანაში აცხადებენ, რომ მიმართვიანობა არის, ათეულზე მეტმა მწარმოებელმა უკვე ისარგებლა პროგრამით, თუმცა ფინანსდება მხოლოდ სერტიფიკატის მიღება, რაც არაა საკმარისი.

"მთავარი სამუშაო სერტიფიკატის შემდეგ იწყება, ბაზარზე დამკვიდრებისთვის ბიომეწარმეს მინიმუმ 5 წლიანი დახმარება კიდევ სჭირდება. მსოფლიო ითხოვს ბიოპრ,დუქტს, ტურისტს ზუსტად ადგილობრივი პროდუქტი უნდა. შესაძლებელია ფერმერთა გაერთიანებების შექმნაც"- აცხადებს  "ელკანას" დირექტორი მარიამ ჯორჯაძე.

მისივე თქმით, სექტორში განვითარება არის, იზრდება მომხმარებელთა რაოდენობაც, თუმცა არსებულ პოტენციალს ბოლომდე მაინც ვერ ვიყენებთ.

ცნობისთვის, სექტორის წარმომადგენლების თქმით, ბიოწარმოებამ მსოფლიოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 2%-ს მიაღწია, რაც შეეხება საქართველოს 2016 წელს ეს მაჩვენებელი თუ 0.1 მეათედ პროცენტს შეადგენდა, 2022 წელს 1.3 მეათედ პროცენტს მიაღწია.

გამოგვყევით