logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ფერმერები წელსაც სიმინდის მაღალი ხარისხის მოსავალს ელოდებიან" - სურსათის ეროვნული სააგენტო

"ფერმერები წელსაც სიმინდის მაღალი ხარისხის მოსავალს ელოდებიან" - სურსათის ეროვნული სააგენტო

1787644680

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს. შეწამვლის პარალელურადსააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები, უკვე დამუშავებულ ფართობებში მონიტორინგს ატარებენ.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ  განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სიმინდის ნათესებში მავნებლის  დაზიანება არ აღინიშნება და ფერმერები წელსაც უხვ და ხარისხიან მოსავალს ელოდებიან.

მიმდინარე წელს, ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მავნებლის გავრცელების კერებში, სააგენტოს სპეციალური ტექნიკით  34 500 ჰექტარამდე ფართობი დამუშავდა. მავნებლის იდენტიფიცირების და დროულად რეაგირებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულია მონიტორინგის სისტემები და სპეციალური "მოიზიდე და გაანადგურე" სადგურები. უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით მოქმედებს მოსახლეობის ინფორმირების სისტემა. ღონისძიებები ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინაციით ხორციელდება.

https://we.tl/t-kWDghhT3j7JDWYTn

გამოგვყევით