logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ფოკას დედათა მონასტერში შექმნილი პროდუქტები ქართული აგროპროდუქციისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების კარგი მაგალითია"

"ფოკას დედათა მონასტერში შექმნილი პროდუქტები ქართული აგროპროდუქციისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების კარგი მაგალითია"

1786700348

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში არსებული საწარმოო სივრცეები დაათვალიერა და მონაზვნების მიერ წარმოებული რძის პროდუქტების დამზადების პროცესს გაეცნო.

ფოკას წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სხვადასხვა სახის პროდუქცია მზადდება, მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია ადგილობრივ პირობებსა და ევროპულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ყველის წარმოება.

„ფოკას დედათა მონასტერში წარმოებული ყველი, თაფლი და სხვა პროდუქცია ადგილობრივი წარმოების განვითარების კარგი მაგალითია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქციის განვითარებასა და ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ფოკას დედათა მონასტერი ფარავნის ტბის სანაპიროზე მდებარეობს და სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ და კულტურულ ადგილს წარმოადგენს. მონასტერში სხვადასხვა სახის პროდუქცია, მათ შორის რძის პროდუქტები, თაფლი და შოკოლადი იწარმოება. მონასტერში დამზადებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ მაღაზიაში ხდება, ხოლო ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად, პროდუქციაზე მოთხოვნაც იზრდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად მინისტრის მოადგილეები გიორგი წკრიალაშვილი და ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და საქართველოს პარლამენტის დელეგატი ახალქალაქსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში სამველ მანუკიანი იმყოფებოდნენ.

გამოგვყევით