logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ქარელის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის მოსახლეობას სარწყავი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა

ქარელის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის მოსახლეობას სარწყავი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა

1786699999

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში სამელიორაციაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.

ქარელის მუნიციპალიტეტში ტაშისკარის სარწყავი სისტემის გამანაწილებელი არხები დაგროვილი ნატანი მასისგან და მცენარეული საფარისგან გაიწმინდა, რის შედეგადაც წყალუზრუნველყოფილია 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.

ჩატარებული სამუშაოების შემდეგ 4 სოფლის_ წვერის, არადეთის, საღოლაშენისა და ბრეთის მოსახლეობას  სარწყავი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა, რაც ხელს შეუწყობს ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო მიწები უფრო ეფექტიანად გამოიყენონ და ხარისხიანი,  უხვი მოსავალი მიიღონ.

გამოგვყევით