logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

მარნეულის მუნიციპალიტეტში ბარათაანთ არხი იწმინდება

მარნეულის მუნიციპალიტეტში ბარათაანთ არხი იწმინდება

1765361884

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში  ბარათაანთ არხის  ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან წმენდა და საექსპლუატაციო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გაუმჯობესდება არხის გამტარუნარიანობა და დაახლოებით 80 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი საირიგაციო წყლით სტაბილურად მომარაგდება, რაც ადგილობრივი მეურნეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საექსპლუატაციო სამუშაოები დეკემბრის პირველი ნახევრისთვის დასრულდება.

ქვემო ქართლის რეგიონში 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, წყალუზრუნვეყოფილია 34,000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 32,000 ჰექტარზე გაუმჯობესდა.

"ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ხაზგასმა ხდება იმ მემკვიდრეობის, რომელიც ჩვენ გვაქვს" - ირაკლი კობახიძე UNESCO-ს გადაწყვეტილებაზე

"ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ხაზგასმა ხდება იმ მემკვიდრეობის, რომელიც ჩვენ გვაქვს" - ირაკლი კობახიძე UNESCO-ს გადაწყვეტილებაზე

გამოგვყევით