logo
Loading data...

"მნიშვნელოვანია, მხარში დავუდგეთ ჩვენს ფერმერებს, ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაში"

"მნიშვნელოვანია, მხარში დავუდგეთ ჩვენს ფერმერებს, ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაში"

1711545178

„ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, მივცემთ საშუალებას ფერმერებს, რომლებიც დაკავებულები არიან ერთწლოვანი კულტურების მოყვანით, აიღონ სესხი ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად, დავაფინანსებთ 1 წლის განმავლობაში 9%-ის  ოდენობით საპროცენტო განაკვეთს.   სესხის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100,000 ლარი. მნიშვნელოვანია, მხარში დავუდგეთ ჩვენს ფერმერებს, ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანისთვის  საჭირო ხარჯების დაფინანსებაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე.

აღსანიშნავია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის მეშვეობით, სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებს დაეხმარება ერთწლოვანი კულტურების - ბოსტნეული, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფარვაში მცენარის მოვლისა და მოყვანის ყველა ეტაპზე; ეს იქნება სათესი და სარგავი მასალის, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების  შეძენა. გათვალისწინებულია მუშახელისა და  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების, ასევე  გამოყენებული საწვავის ხარჯი.

მინისტრმა ჟურნალისტებთან მეთხილე ფერმერების მხარდაჭერის შესახებაც გააკეთა განცხადება. აღსანიშნავია, რომ თხილის პირველადი წარმოების ქვეკომპონენტში ფინანსდება 3 ჰა მეტი ფართობის თხილის ბაღებში მოსავლის მოყვანის ყველა ხარჯი, 1 ჰა-ზე არაუმეტეს 3000 ლარი; სესხის მოცულობა 5 000-დან მაქსიმალური თანხა 300 000 ლარი, თანადაფინანსების ვადაა 12 თვე, თანადაფინანსების პროცენტი - 8%.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით