logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ქართული ღვინო საფრანგეთში, ფესტივალზე Salon Savim TERRAVINI იყო წარმოდგენილი

ქართული ღვინო საფრანგეთში, ფესტივალზე Salon Savim TERRAVINI იყო წარმოდგენილი

1730034840

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ ორგანიზებით, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულ ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალზე „Salon Savim TERRAVINI” ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.  

ფესტივალის  სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ 8 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიისა და მცირე მარნის  ღვინოებს. 

“Salon Savim TERRAVINI” ითვლება საფრანგეთის ღვინისა და გასტრონომიის ერთ-ერთ წამყვან ფესტივალად, რომელსაც ყოველწლიურად ათი ათასობით ღვინის პროფესიონალი თუ მომხმარებელი სტუმრობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთშია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა  მზარდია.

გამოგვყევით