კიტრის ჯანსაღი ნაყოფისა და მოცულობითი მოსავლის მისაღებად, აუცილებელია მასზე ზრუნვა საწყის ეტაპზევე დავიწყოთ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს თესლის გაღვივების ეტაპს და ჩითილის სწორად გამოყვანას. არანაკლებ ყურადღებას მოითხოვს კიტრის ჩითილის მოვლა, რა დროსაც აუცილებელია სწორად შეირჩეს მცენარეთა დაცვის საშუალებები და სასუქები განვითარების ფაზებისა და საჭიროებების მიხედვით.
კიტრის ნერგის მთავარი დაავადებები და საფრთხეები
კიტრის ნერგს, ისევე როგორც სხვა მრავალ კულტურას, განვითარების საწყის ეტაპზე ყველაზე დიდ საფრთხეს სოკოვანი დაავადებები უქმნის. მათ შორის განსაკუთრებით გავრცელებულია ფესვის ყელის სიდამპლე, რომლებიც სწრაფად აზიანებს ახალგაზრდა მცენარეს. აღნიშნული დაავადებები უმეტესად ნიადაგის ჭარბი ტენიანობის ან ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების პირობებში ვითარდება.
ამ და სხვა სოკოვანი დაავადებებისგან დასაცავად, უპირველესად, საჭიროა კიტრის ჩითილების გამოყვანისას შესაბამისი პირობები შეიქმნას – მკაცრად გაკონტროლდეს ტენიანობა და კლიმატი. გარდა ამისა, აუცილებელია, სწორად შეირჩეს და უპირატესობა მიენიჭოს თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას. მაგალითად, მრავალწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ სიდამპლეს და სხვა სოკოვან დაავადებებს განსაკუთრებით ეფექტიანად უმკლავდება BAYER-ის ინოვაციური ფუნგიციდები. მათ შორის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია „პრევიკურ ენერჯი“.
ტენიანობისა და კლიმატის კონტროლი არანაკლებ მნიშვნელოვანია კიტრის ისეთი მავნებლებისგან დასაცავად, როგორებიცაა აბლაბუდა ტკიპა, თრიფსი და ბუგრი. ამიტომ, სასურველია, სათბურებში მუდმივად შენარჩუნდეს მცენარის ჯანსაღი განვითარებისთვის საჭირო ოპტიმალური პირობები. ამასთან, აუცილებლობას წარმოადგენს მცენარეთა დაცვის საშუალებების, კონკრეტულად კი, ინსექტიციდების გამოყენება. ამ შემთხვევაშიც ფერმერებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს BAYER, რომლის პროდუქციის ეფექტიანობაც და უსაფრთხოებაც დადასტურებულია არამხოლოდ კვლევებით, არამედ რეალური შედეგებით. ტკიპებსა და თრიფსებს განსაკუთრებით კარგად უმკლავდება BAYER-ის „ობერონ რაპიდი“.
ნერგის განვითარების პროცესზე ასევე ძლიერ გავლენას ახდენს განათების რეჟიმი. არასაკმარისი განათების პირობებში, ჩითილი შეიძლება ზედმეტად სწრაფად გაიზარდოს სიგრძეში. ასეთ დროს ღერო სუსტდება, მცენარის იმუნიტეტი კი ქვეითდება, რაც დაავადებების გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
ნერგის დაცვისა და გაძლიერების მექანიზმები
მოსავლის ხარისხი და მოცულობა დიდწილად დამოკიდებულია სწორ კვებასა და მის სწორად დაგეგმვაზე. მაგალითად, დაფესვიანების ეტაპზე მნიშვნელოვანია ნიადაგის ფოსფორით განოყიერება, რადგან აღნიშნული მაკროელემენტი ძლიერ ფესვთა სისტემის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.
გარანტირებული შედეგისთვის, აუცილებელია შეირჩეს უსაფრთხო და ინოვაციური პროდუქცია, რადგან ის უზრუნველყოფს მცენარის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას და არა ხელოვნურ სტიმულაციას. ამ მხრივ გამორჩეულია YARA-ს სასუქები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მცენარისთვის ადვილად ხელმისაწვდომი და დაბალანსებული ფორმულაციებით. ეს საშუალებას იძლევა მცენარემ საწყის ეტაპზევე სტრესის გარეშე აითვისოს არამხოლოდ აზოტი, ფოსფორი და კალიუმი, არამედ ყველა საჭირო მიკროელემენტი.
კიტრის ნაყოფის ფორმირების ხელშეწყობა და მისი დაცვა
იმისათვის, რომ ნაყოფის სწორად ფორმირება მოხდეს, აუცილებელია მცენარეს მივაწოდოთ ყველა საკვები ელემენტი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კალიუმითა და კალციუმით დროულ გამოკვებას. კალიუმი პასუხისმგებელია ნაყოფის ზომასა და წონაზე, ხოლო კალციუმი ნაყოფს დეფორმაციისა და უჯრედების დაზიანებისგან იცავს. კიტრის ნაყოფის დეფორმაციას წყლის არარეგულარულად მიწოდებაც განაპირობებს. ის აგრეთვე ხშირად იწვევს ნაყოფის გამწარებას, ყვავილცვენას და ხარისხის დაქვეითებას.
მნიშვნელოვანია ნაყოფის დაავადებების პრევენციაც, რისთვისაც უმჯობესია ინტეგრირებული მიდგომას ანუ სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების კომბინაციას მივმართოთ. რაც შეეხება მცენარის მორწყვას, დღეს ის მარტივად გადასაჭრელი პრობლემაა და არ საჭიროებს რთული ღონისძიებების ჩატარებას. ბაზარზე არსებული თანამედროვე მოწყობილობები, როგორიცაა, მაგალითად, IRRITEC-ის საირიგაციო სისტემები, უზრუნველყოფს მცენარისთვის წყლის თანაბარ და კონტროლირებად მიწოდებას, მუდმივი მონიტორინგისა და ფერმერის ზედმეტი ჩართულობის გარეშე.
კიტრის მოვლისთვის საჭირო ყველა პროდუქცია „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელში დაგხვდებათ. ამასთან ერთად, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სპეციალისტების სრულფასოვან კონსულტაციას იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს მცენარის საჭიროებები და სწორად შეირჩეს შესაბამისი პროდუქცია. აგრო-კონსულტანტებთან დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე +995 322 500 900. პროდუქციის სანახავად კი ეწვიეთ მის ონლაინ პლატფორმას ან მაღაზიათა ქსელს.